კიევი უფლებას იტოვებს სეპარატისთა პროვოკაციებს ადეკვატურად უპასუხოს. ამ განცხადებას უკრაინის გენერალური შტაბის პრეს-სამსახური აქვეყნებს. ამავე ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ სეპარატისტთა მხრიდან მინსკის შეთანხმების პირობების დარღვევის შესახებ ეუთოს მისიას უკვე აცნობა. როგორც ოფიციალური კიევი ირწმუნება, სეპარატისტთა მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დონბასში ინტენსიურად ირღვევა, რასაც უკრაინული მხარე ადეკვატურად პასუხობს.