ერაყში ტერაქტების სერია განხორციელდა. ისლამური სახელმწიფოს სამიზნე ამჯერად ქალაქი ბაკუბა გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ცენტრალურ ბაზართან ამოქმედდა, რასაც 35 ადამიანი ემსხვერპლა, მოგვიანებით კი საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი შეეწირა. მომხდარზე პასუხისმგებლობას ოფიციალური ბაღდადი ისლამურ სახელმწიფოს აკისრებს.