11 აგვისტოს უეფას სუპერთასის მატჩის ნახვა მსურველებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ.
ვაკის პარკში მონიტორის დამონტაჟებას თბილისის მერია უზრუნველყოფს. გულშემატკივრები პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე შეძლებენ მატჩის მსვლელობას თვალი ადევნონ.
უეფას სუპერთასის მატჩი „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის 11 აგვისტოს, „დინამო არენაზე“, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.