ფერგიუსონში დაკავებულ ფერადკანიან ახალგაზრდას ბრალდება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წაუყენეს. 18 წლის ტაირონ ჰარისი ერთ-ერთია იმ ექვს დემონსტრანტთაგან, რომელმაც სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა. ამ დროისათვის დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა კრიტიკულია. მასობრიცი არეულობები ფერგიუსონში მაიკლ ბრაუნის მკვლელობის წლისთავზე განახლდა. ახალგაზრდა აფროამერიკელი გასული წლის აგვისტოში პოლიციელმა მოკლა. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ფერგიუსონში პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.