შატილში, 15 აგვისტოს, საპატრიარქოსთან არსებული ანსამბლის „დები გოგოჭურების“ კონცერტი „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“ გაიმართება. წარმოდგენა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი - თეატრალიზებული ნაწილი შატილის კოშკებში 16:00 საათზე დაიწყება. „დები გოგოჭურები“ ძველ ფოლკლორულ სიმღერებს შეასრულებენ. ასევე, ლექსებს წაიკითხავენ ახალგაზრდა პოეტები: თორნიკე ნაროზაული, გიორგი არაბული, მერაბ არაბული, ირაკლი ჭინჭარაული, თემო არაბული.
„გალაკონცერტი კი, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, სცენაზე გაიმართება. შევასრულებთ ჩვენი რეპერტუარიდან როგორც ძველ, ისე ახალ სიმღერებს. ასევე, შედგება სიმღერის პრემიერა. მაყურებელს სიურპრიზებსაც ვპირდებით“, - აღნიშნა „დები გოგოჭურების“ წევრმა თამარ გოგოჭურმა.