დონეცკში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. შეტაკებები სოფელ სტაროგნაროვკასთან მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა სეპარატისტთა მიერ კონტროლირებადი რამდენიმე სიმაღლე დაიკავეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინული პოზიციები სეპარატისტთა მხრიდან რამდენჯერმე დაიბომბა. მასირებული იერიშის შედეგად ამბოხებულებმა 3 კილომეტრით უკან დაიხიეს.