პაკისტანში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. ნეჯაბის პროვინციაში მათი მსხვერპლი 100-მდე ბავშვი გახდა. დანაშაულებრივი ჯგუფი ძალადობის აქტებს ვიდეოკამერით იღებდა და ვიდეომასალით ბავშვების მშობლებს აშანტაჟებდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში მათ ინტერნეტში ძალადობის ამსახველი 300-მდე ვიდეორგოლი გაავრცელეს.