ტრაგიკული ინციდენტი ინდოეთში. ჯარკხანდის ინდუსურ ტაძარში ჭყლეტას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა შესახებაც. ისინი ახლომდებარე ქალაქ დეოგარკხის კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.