მოსკოვში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მატულობს. ბოლო მონაცემებით, ისტრინის წყალსაცავში მაშველებმა 8 ცხედარი აღმოაჩინეს. ამ წუთებში მათი იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. ტრაგედია დღეს მოსკოვთან ახლოს დატრიალდა. ვეტმფრენისა და ჰიდროპლანის შეჯახებას ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. საფრენი აპარატები წყალსაცავში ჩავარდა.