უკრაინის კულტურის სამინისტრომ იმ რუსი ხელოვანების სია გამოაქვეყნა, რომლებიც უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს.
შავ სიაში 14 ადამიანის გვარი ფიგურირებს, მათ შორის არიან მომღერლები: იოსებ კობზონი, ოლეგ გაზმანოვი და გრეგორი ლეფსი, ასევე მსახიობები სერგეი ბეზრუკოვი და ჟერარ დეპარდიე.
უკრაინული მედიის ცნობით, ყველა ამ ხელოვანმა ყირიმის რუსეთთან მიერთებას დაუჭირა მხარი, მათი ნაწილი კი ანექსირებულ ნახევარკუნძულზეც იმყოფებოდა.