აშშ პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა თავისი პოლიტიკური მრჩეველი სამსახურიდან დაითხოვა. როჯერ სტოუნთან დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება. როგორც ტრამპის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, სტოუნს ტრაპმის კომპანიის გამოყენება საკუთარი პიარისა და მიზნებისთვის სურდა. თავად სტოუნი კი აცხადებს, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბი საკუთარი სურვილით დატოვა.