შვეიცარიის ალპებში 45 წლის წინ დაკარგულ ორ ალპინისტს მიაკვლიეს. ისინი 1970 წელს გაუჩინარდნენ. ალპინისტების სხეულის ფრაგმენტები 2,8 კილომეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინეს. ცხედრების იდენტიფიკაციის პროცესი უკვე დასრულებულია. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სხეულის ფრაგმენტები ნამდვილად მიჩიო ოიკავასა და მასაიუკი კობაიასის ეკუთვნის.