ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა. სარაკეტო დარტყმები იზედინ ალ-კასამის დაჯგუფების ობიექტებზე განხორციელდა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ავიაიერიშები პალესტინელ რადიკალთა წინააღმდეგ მას შემდეგ განხორციელდა, რაც ექსტრემისტებმა მოსაზღვრე ებრაული დასახლების მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაისროლეს.