კოლორადოელ კილერს, ჯეიმს ჰოლმსს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თავდასხმა კინოთეატრზე 2012 წელს მოხდა. ჰომსი დარბაზში შეიჭრა და უმისამართო სროლა ატეხა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, 70-მდე კი დაიჭრა. დაცვის მხარე ირწმუნებოდა, რომ სტუდენტი ნევროლოგი თავდასხმის მომენტში ფსიქიკურად იყო დაავადებული, თუმცა სასამართლომ ადვოკატთა არგუმენტები არ გაითვალისწინა. ივლისში ის დამნაშავედ 165 მუხლით ცნეს.