უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს კიევში დაკითხვაზე ჩასვლა არ სურს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ვიტალი სერდიუკმა განაცხადა. მისივე თქმით, იანუკოვიჩი მზად არის გამომძიებლების შეკითხვებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით უპასუხოს. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ იანუკოვიჩი დაკითხვაზე 6 აგვისტოს დაიბარა.