ოდესის გუბერნატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მარია გაიდარმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. „მე ამას კანონის დაცვით ვაკეთებ. უკრაინის კანონები კარგად ვიცი. ამიტომ, განცხადება უკვე დავწერე,“-განაცხადა გაიდარმა ოდესის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში. მანამდე სააკაშვილის მოადგილეს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტმა პოროშენკომ მიანიჭა.