ცნობილი რუსი მომღერალი იულია ჩიჩერინა რუსული როკის ლეგენდას, ანდრეი მაკარევიჩს პასუხობს, რომელმაც მას „სულელი გოგო“ უწოდა. „ანდრეი ვლადიმერის ძე უბრალოდ დაბერდა. მე ის მეცოდება. არავის ვუსურვებდი სიბერეში მის მდგომარეობაში ყოფნას. ღმერთი იყოს მისკენ. შეიძლება რაღაცეებზე დაფიქრდეს და სწორი დასკვნები გამოიტანოს,“-განაცხადა ჩიჩერინამ. მაკარევიჩმა მომღერალი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ჩიჩერინამ დონბასელ სეპარატისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.