ფრანგულმა პარი სენ ჟერმენმა მანჩესტერ იუნაიტეტისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ანხელ დი მარია შეიძინა. ფეხბურთელთან კონტრაქტი კლუბმა 4 წლით გააფორმა. ტრანსფერში სენ-ჟერმენმა 63 მილიონი ევრო გადაიხადა. სატრანსფერო მოლაპარაკების გამო დი მარია იუნაიტეტის შეკრებაზე არ გამოცხადდა, რის გამოც ის კლუბმა 360 ათასი ევროთი დააჯარიმა.