ავღანეთში მასშტაბური ტერორისტული აქტი განხორციელდა. დანაღმული ავტომანქანა ქაბულის ცენტრალურ რაიონში შაჰ შაჰიდის რაიონში აფეთქდა. ტერაქტს ოფიციალური მონაცემებით 8 ადამიანი ემსხვერპლა, არაოფიციალური წყაროებით კი დაღუპულთა რაოდენობა 15-ს აჭარბებს. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება ტერაქტის შედეგად 400-მდე ადამიანმა მიიღო. მომხდარზე პასუხისმგებლობას თალიბანის რადიკალური დაჯგუფება იღებს.