ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სიკვდილით 19 ქალი დასაჯეს. ამის მიზეზი მათ მიერ ჯიჰადისტებისთვის სექსუალურ მომსახურებაზე უარის თქმა გახდა. დაღუპულთა შორის ქურთი ეროვნების რამდენიმე ქალია. ისინი ტყვედ ერაყის ქალაქ მოსულში ჩავარდნენ და სექს-ჯიჰადზე უარის თქმისთვის საჯაროდ დახვრიტეს.