რუსული ეროვნული ვალუტა უფასურდება. მოსკოვის ბირჟაზე დღეს დილით დოლარის კურსმა 64,02 რუბლი შეადგინა, რაც ბოლო 6 თვის მაქსიმუმად შეიძლება ჩაითვალოს, ევროს კურსმა კი 70 რუბლს გადააჭარბა. ბირჟის ექსპერტები რუბლის კურსის დაცემას ირანისა და ლიბიის მიერ ნავთობმოპოვების გაზრდას უკავშირებენ.