პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ. პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა ასევე, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის პროცესი დაიწყო, თუმცა მთავარ პრობლემად ისევ აფხაზეთი და სამაჩაბლო რჩება.
"ეჭვიც არ მეპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ჩვენი ინტერესი კი არის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა. ეს პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა მთავარ პრობლემად რჩება აფხაზეთი და სამაჩაბლო. დანარჩენ საკითხებში მივყვებით თანმიმდევრულად", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ წლების წინ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი დიალოგის შემდეგ, პრაგმატული პოლიტიკის გზით, გახდა შესაძლებელი ბაზრის ხელახლა გახსნა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აფასებს.