უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოიძახა.
ოფიციალურ გამოცემებეში გამოქვეყნებული უწყების მიხედვით, იანუკოვიჩი სისხლის სამართლის საქმის წაროებაში პროცესუალური და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, დაკითხვაზე 11 აგვისტოს დაიბარეს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იანუკოვიჩის ადვოკატებმა განმარტეს, რომ ექს-პრეზიდენტი მზად არის ჩვენების მისაცემად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში.
27 ივლისს სასამართლომ, გენერალურ პროკურატურას უფლება დართო, დაუსწრებლად ეწარმოებინა საქმე იანუკოვიჩის მიერ ხელისუფლების უზურპირების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ მეიდანზე განვითარებული მოვლების და შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ იანუკოვიჩი თანამდებობიდან გადააყენეს. ის რუსეთში გაიქცა და გააკეთა განცხადება, რომ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი.