ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთი ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. ლიბიის სანაპიროებთან არალეგალი მიგრანტების გემი ჩაიძირა. ინციდენტისას ნავზე 600-მდე არალეგალი იმყოფებოდა. უბედურ შემთხვევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა 25-მდე ცხედარი აღმოაჩინეს. ხმელთაშუა ზღვის გადაცურვის მცდელობისას წლის დასაწყისიდან დღემდე 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.