საფრანგეთმა რუსეთს მისტრალებში წინასწარ გადახდილი თანხა უკვე დაუბრუნა. ამის შესახებ კრემლის ადმინისტრაცია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები კომპენსაციის ოდენობაზეც შეთანხმდნენ. მას შემდეგ, რაც პარიზი მოსკოვს კომპენსაციას გადაუხდის, მისტრალების გაყიდვის შესაძლებლობა მიეცემა. მისტრალის ტიპის ორი სამხედრო ხომალდი საფრანგეთს რუსეთისთვის ჯერ კიდევ ნოემბერში უნდა გადაეცა, თუმცა უკრაინის მოვლენების გამო კონტრაქტი ჩაიშალა.