დღეს, 6 აგვისტოს, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შევხდება.
კახიშვილის თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და ის პერიოდულად გაიმართება, ასევე არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში მათი რეკომენდაციებიც გაითვალისწინოს.
შეხვედრაზე არასამთავრობოები ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის აღდგენის საკითხს დააყენებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ მინისტრთან არსებულ პრობლემებზე საუბრის შესაძლებლობა მომავალში უფრო ხშირად ექნებათ.