რუსეთის ყირიმსა და დონბასში შეჭრით წაგებული დარჩა ყველა. ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის ყოფილმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა.
მისი თქმით, პირველი განცდა, როდესაც ყირიმის ანექსიის შესახებ გაიგო იყო - „დამარცხდა ყველა“.
„უსიამოვნებები ელოდება რუსეთს, უკრაინას და დასავლეთს. რუსეთმა უნდა აიღიაროს, რომ მისი ყირიმში შეჭრით ყირიმელების ცხოვრება არ გაუმჯობესებულა. ისევე როგორც, რუსეთის ჯარების შეჭრის გამო, დონბასში არ ცხოვრობს არავინ უკეთ,“, - აცხადებს მაკფოლი.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ რუსეთის შეცდომამ ყველა წაგებაში დატოვა. გამოსავალი არსებული ვითარებიდან კი უახლოეს მომავალში არ ჩანს.
„პუტინს მოსწონს წარმოაჩინოს არსებული ვითარება, როგორც ნატოსთან, ნაცისტებთან და მსოფლიო ბოროტებასთან ბრძოლა. მასთან საუბარი უაზრობაა, რადგანაც ეშმაკთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ“, - დასძინა მაკფოლმა.
მისივე თქმით, ამჟამად იმაზე საუბარი, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ევროპა კონფლიქტის მოსაგვარებლად, ძალიან რთულია.