Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა.
სიის სათავეში რობერტ დაუნი (უმცროსი) მოექცა, რომელმაც გასული წლის ზაფხუიდან დღემდე 80 მლნ დოლარის ჰონორარი მიიღო. აღასანიშნავია, რომ ის უკვე მესამე წელია ამ რეიტნგი სათავეში იმყოფება.
რეიტინგში მეორე ადგილზეა ჯეკი ჩანი - 50 მილიონი დოლარით. მესამე ადგილზე ვინ დიზელი აღმოჩნდა, რომელმაც 47 მლნ დოლარი გამოიმუშავა .
შემდგომ რეიტინგი ასე გამოიყურება: რედლი კუპერი - 41,4 მლნ დოლარი, ადამ სენდლერი - 41 მლნ დოლარი, ტომ კრუზი - 40 მლნ დოლარი, ამიტავ ვაჩანი - 33,5 მლნ დოლარი, სალმან ხანი -33,5 მლნ დოლარი, აქშაი კუმარი - 32,5 მლნ დოლარი, მარკ უოლბერგი - 32 მლნ დოლარი.
რეიტინგში გათვალისწიებულია მსახიობების შემოსავალი, 2014 წის 1-ელი ივნისიდან 2015 წლის 1-ელ ივნისადე, გადასახადების გარეშე.