ამერიკული ტელესერიალი „სამეფო კარის თამაშები“ 8 სეზონამდე „გაიჭიმება“. მწარმოებები აცხადებენ, რომ სერიალი მეშვიდე სეზონზე დასრულდებოდა, თუმცა ბოლო გადაწყვეტილების მიხედვით, პოპულარული ტელეპროექტი 8 სეზონი გაგრძელდება.
„საკითხი იმის შესახებ, იქნება თუ არა მეშვიდე სეზონი, არ დგას. ამჟამად განიხილება თუ რამდენი დამატებითი სეზონი იქნება მის შემდეგ. დღეის მონაცემებით საუბარია 8 სეზონზე“, - განაცხადა ტელეკომპანია HBO პროგრამების დირექტორა მაიკ ლომბარდომ.
ლომბარდომ, პრესკონფერენციაზე ასევე კომენტარი გააკეთა სერიალის პერსონაჟის ჯონ სნოუს დაღუპვისა და მისი სავარაუდო გაცოცხების შესახებ.
„მკვდარია ნიშნავს, რომ მკვდარია. ყველაფერი რაც კი გამიგია, მინახავს და წამიკითხავს ადასტურებს იმას, რომ ის ნამდვილად მოკვდა“, - განაცხადა მაიკლ ლომბარდომ.