მასშტაბური ავიაკატასტროფა კოლუმბიაში. პოლიციის ვეტმფრენი კოლუმბიის ჯუნგლებში ჩამოვარდა. ინციდენტს 15 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვეტმფრენი უსაგას ცნობილი ნარკოკარტელის წევრების დაკავების ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. კატასტროფის მიზეზი დგინდება.