მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთში. მადხაია-პრადეშის მაგისტრალზე ორი სამგზავრო მატარებელი რელსებედან ერთდროულად გადავიდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მატარებლები ხიდზე გადადიოდნენ. შედეგად რამდენიმე ვაგონი მდინარეში გადავარდა. კატასტროფას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.