ინდოეთში, მადხია-პრადეშის შტატში, სარკინიგზო მაგისტრალზე მომდხარი კატასტროფის შედეგად, 27 ადამიანი დაიღუპა.
მდინარე მაჩაკზე გადებულ ხიდზე, რამდენიმე წუთიანი ინტერვალით, რელსებიდან ორი სამგზავრო მატარებელი გადავიდა.
ერთი მატარებელი მუმბაიდან მოძრაობდა, ხოლო მეორე საპირისპირო მიმართულებით.
სარკინიგზო კატასტროფა დელიდან 950 კილომენტში მოხდა.
რელსებიდან 18 ვაგონი გადავიდა, რამდენიმე ვაგონი მდინარეში გადავარდა. მაშველებმა ვაგონებიდან 300 ადამიანი ამოიყვანეს.
ათობით ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია.