„რუსული სამყაროს“ იდეა სისულელეა. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. „ეს არის სრულიად გულუბრყვილო იდეა და დარწმუნებული ვარ, ვლადიმერ პუტინი ამ იდეას მხარს არ უჭერს. ამას წინად ვთხოვე რუსეთის ელჩს, აეხსნა, რას ნიშნავს მიწების შემოკრება და რუსული მსოფლიოს შექმნის იდეა. მან ვერაფერი მითხრა. ეს ტერმინი, ვფიქრობ ხმარებიდან მალე ამოვა,“-აღნიშნა ლუკაშენკომ.