ბელარუსის ლიდერი მედიის ვარაუდებს იმის შესახებ, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნე ბელარუსი იქნება, აბსურდულად მიიჩნევს. „ეს ყველაფერი ჟურნალისტების მოგონილია. ბელარუსი რუსეთის ერთადერთი წესიერი და მართალი პარტნიორია. რუსეთი არასდროს იბრძოლებს ბელარუსის წინააღმდეგ, რადგანაც ეს თავად რუსეთისთვის იქნება დიდი კატასტროფა,“-აღნიშნა ლუკაშენკომ.