გაზპრომის ღირებულება კატასტროფულად შემცირდა. 2015 წლის 28 ივლისისთვის მისმა კაპიტალიზაციამ 51 მლრდ დოლარამდე იკლო.
რუსეთის ხელისუფლება, რომელიც კომპანიის მთავარი აქციონერია, აცხადებდა, რომ 2015-2018 წლებისთვის მისი კაპიტალი 1 ტრილიონი დოლარი გახდებოდა. თუმცა, მათი პროგნოზები არ გამართლდა. კომპანიის საბაზრო ღირებულება 2006-2008 წლებში არსებულ ფასზე, 360 მლრდ დოლარზე ნაკლები გახდა.
კომპანიას 9 – 7 წლის წინ დაპლანეტის უმსხვილესი სააქციო კომპანიებს შორის მესამე ადგილი ეკავა. ამჟამად კი გაზპრომი მსოფლიოს სააქციო საზოგადოებების რეიტინგში 170-ე ადგილზეა. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2015 წლის შედეგების მიხედვით, გაზპრომის მოგება 30 %-ით შემცირდება.