პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. განცხადება ამის შესახებ პარტიის წევრმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.
ღსანიშნავია, რომ სწორედ ბრეგაძეა კონსტანტინე გამსახურდიას გუნდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი. პარტია "თავისუფლებამ" 57-კაციანი სია ცესკოში დღეს წარადგინა.
აღნიშნულის მიუხედავად, ბრეგაძის თქმით, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს, რადგან მათ საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოახერხეს.
"თუ ოპოზიცია შეძლებს თბილისის მერის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას, "თავისუფლება" ამ კანდიდატს მხარს დაუჭერს", - განმარტავს ბრეგაძე.
აღსანიშნავია, რომ "თავისუფლება" უახლოეს დღეებში რეგიონებში საკრებულოების კანდიდატების დასახელებას დაიწყებს.