რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ აქტივისტს, მარია გაიდარს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს. განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა პოროშენკომ მოაწერა. გაიდარი ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მოადგილის ფუნქციას შეასრულებს. საქართველოს ექსპრეზიდენტი მასზე დიდ იმედებს ამყარებს.