ბერძნული საფონდო ბაზარი ვაჭრობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ჩამოიშალა. საფონდო ინდექსმა ASE 23 პროცენტით დაიკლო და სარეკორდო მაჩვენებლამდე დაეცა, Piraeus Bank და National Bank of Greece აქციები კი 30 პროცენტით დავარდა, რაც ექსპერტთა მტკიცებით, მოსალოდნელიც იყო. ხუთკვირიანი პაუზის შემდეგ საფონდო ბაზარი დღეს პირველად გაიხსნა.