ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ კამპანიის ფარგლებში დღეიდან, ვიდეო-რგოლების ტრანსლირება დაიწყება, როგორც ქართულ, ისე აფხაზურ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მესამე ანგარიშის (2015 წლის 8 მაისი) მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ.
კამპანია ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ შესაძლებლობებსა და ვალდებულებების შესახებ, რომელიც მათ ექნებათ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წარმატებით დასრულების შემდეგ. კამპანიის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობისთვის პირდაპირი კომუნიკაციის გზით უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.
უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx