საქართველოს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროში ყოფილმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წარადგინა.
მან გიორგი მღებრიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მღებრიშვილი წარმატებული მინისტრი იქნება.
მღებრიშვილმა თავის მხრივ განაცხადა, რომ პირველი რასაც გააკეთებს, ეს იქნება უწყებაში არსებული სიტუაციის ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ დასახავს პრიორიტეტებს.
დღესვე თანამშრომლებთან მინისტრის რანგში წარსდგება კახა კახიშვილიც. როგორც ცნობილია, კანონმდებლობის თანახმად თანამდებობები უკვე დატოვეს შეცვლილი მინისტრების მოადგილეებმა. მინისტრის ცვლილების შემთხვევაში, თანამდებობას მოადგილეებიც ტოვებენ და მოვალეობის შემსრულებლად ითვლებიან.
ახალი მინისტრის მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება პრემიერ-მინისტრმა უნდა გამოსცეს.