მორიგი ტერორისტული აქტი ოდესაში. გვიან ღამით კანატის ქუჩაზე მოძრაობა „ოდესის თავდაცვის“ შტაბი ააფეთქეს. აფეთქების შედეგად შენობის წინა ფასადი დაზიანდა. ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა. შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.