საუდის არაბეთის მეფემ ფეშენებლური ფრანგული კურორტი დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივ მცხოვრებთა პროტესტი გახდა. მათ ხელისუფლებას სპეციალური პეტიციით მიმართეს, რომელსაც ხელს ათასობით ადამიანი აწერდა. ისინი ადგილობრივი პლიაჟების დახურვას აპროტესტებდნენ. მეფე სალმან ი ფრანგულ რივეირაზე ათასკაციანი ამალით ჩავიდა, რის გამოც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდა. ამის გამო ადგილობრივებს პლიაჟზე შესვლის საშუალება აღარ ეძლევათ.