კალიფორნიაში, მასშტაბური ტყის ხანძრების გამო, შტატის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მეხანძრეები მთელი კალიფორნიის მასშტაბით ებრძვიან ფერდობებსა და მთიან მასივებში გაჩენილ ხანძრებს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობას 8 ათასზე მეტი მეხანძრე იღებს.
სტიქია განადგურებით ხუთი ათასზე მეტ სახლს ემუქრება. აღმოჩენილი ხანძის კერების რაოდენობა 2500-ს აღემატება. ცენტრალურ კალიფორნიაში 600-ზე მეტი ოჯახის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ხანძარს ერთი მეხანძრის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა.
ხანძრების მიზეზი რეკორდული გვალვა გახდა, რომელმაც შტატის სოფლის მეურნეობის სექტორს მრავალმილიონიანი ზარალი უკვე მოუტანა.