თურქეთი ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყირიმელი თათრების უსაფრთხოება დაცული იყოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოგანმა განაცხადა. “ისევე, როგორც დღეს, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ თათრების უფლებებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას და ვგმობთ ყირიმელ თათრებზე განხორციელებულ ზეწოლასა და რეპრესიებს,”-ნათქვამია ყირიმელი თათრების მეორე მსოფლიო კონგრესისადმი გაკეთებულ მიმართვაში.