ძლიერი ხანძარი ავსტრალიაში. ცეცხლი ბლუ მაუნთინის ბუჩქნარს 2 დღის წინ გაუჩნდა და ათობით ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა. ხანძრის ლოკალიზობას ასობით მეხანძრე ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი გვალვა და ქარი უწყობს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუსაოებში ავიაციაც არის ჩართული.