უამინდობა მიანმაში. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროებს თავს ტროპიკული შტორმი დაატყდა. ქარიშხალს თან ძლიერი წვიმაც დაერთო. შედეგად, ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 47 ადამიანი იმსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება.