მოლდოვის ახალი პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ურთიერთობის განტვირთვის ინიციატივით გამოდის. ვალერი სტრელეცის თქმით, რუსეთი მოლდოვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგება არ არსებობს. “ჩვენ ეს ბარიერი უნდა გადავლახოთ, მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთ და ურთიერთობის განტვირთვაზე უნდა ვიმსჯელოთ,”-აცხადებს მოლდოვის მთავრობის მეთაური.