ავსტრალია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბოინგ 777-ის ჩამოგდებაში ბრალდებულები დაისაჯონ. ამის შესახებ ქვეყნის ასაგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა განაცხადა. მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად დონეცკის ოლქში გასული წლის ზაფხულში ჩამოაგდეს, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. მალაიზიამ საქმის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემა მოითხოვა, თუმცა უშიშროების საბჭოს რეზოლუცია რუსეთმა დაბლოკა.