საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე განხილულ იქნა პარტნიორობის სამომავლო გეგმები.
თავის მხრივ, კრისტიან ურსემ გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს საქართველოს სხვადასხვა უწყებებთან მისი მანდატის ფარგლებში, რათა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური.