ვითიბი ბანკის მხარდაჭერით რაგბის ეროვნული ნაკრების პირველი „ქომაგთა მაღაზია“ (Fun Shop) გაიხსნა.
მაღაზია მდებარეობს ვითიბი ბანკის ვაკის ფილიალში მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. #2.
დღეიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ნაკრების მაისურები, ბურთები და სხვა ატრიბუტიკა, ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით.
გახსნას დაესწრნენ საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშეები, რაგბის კავშირის და ვითიბი ბანკის ხელმძღვანელობა.
გახსნაზე მოსულ ქომაგებს, სასიამოვნო სიურპრიზი დახვდათ, შენაძენზე ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა ხელი მოუწერეს და მათთან ერთად ფოტოები გადაიღეს.
,,მოხარულები ვართ, რომ დღეს ვითიბი ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა მაღაზია, სადაც რაგბის საქართველოს ნაკრების ქომაგებს, პირველად გაუჩნდათ შესაძლებლობა შეიძინონ საყვარელი გუნდის მხარდასაჭერი ატრიბუტები. ვითიბი ბანკი, ნაკრების გენერალური სპონსორია, ამიტომაც გაჩნდა ეს იდეა და შედეგად პირველი „ქომაგთა მაღაზია“ (Fun Shop) ჩვენ ფილიალში დღეს გაიხსნა. გვინდა წარმატება უსურვოთ ბორჯღალოსნებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, იმედია ქართველი გულშემატკივარი კიდევ უფრო აქტიურად უქომაგებს ჩვენს ბიჭებს”, _გაანცახდა ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა აღნიშნულ ფაქტს არაჩვეულებრივი მოვლენა უწოდა.
„ეს არის არაჩვეულებრივი მოვლენა! რაგბის ქართველი გულშემატკივრები მოესწრნენ იმ დღეს როდესაც ძალიან მაღალი დონის და ხარისხის რაგბის ქომაგთა მაღაზია იხსნება.უდიდესი მადლობა ‘ვითიბი’ ბანკს, რომელიც გვერდში უდგას საქართველოს რაგბის კავშირს მრავალ საქმეში. ეს მათი ინიციატივა იყო. მათი ხელშეწყობით და ინვესტიციით მოხდა ამ მაღაზიის შექმნა და გახსნა.ვულოცავ ქომაგებს, მოვუწოდებ, რომ მობრძანდნენ, შეიძინონ მათი საყვარელი ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკა და როგორც ყოველთვის მხურვალედ უქომაგონ ჩვენს ნაკრებს. ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა ეხმარებოდეს ბიზნესი სპორტს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ‘ვითიბი’ ბანკს - მის ხელმძღვანელს, ბატონ არჩილ კონცელიძეს, ვიცე პრეზიდენტ გიორგი ბარკალაიას და ყველა თანამშრომელს ვინც ჩართული იყო ამ საქმეში.“ ”, _განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ.